Poland 4 Georgia • Georgia 4 Poland

ქართველ და პოლონელ ხალხებს შორის არსებულმა მრავალწლიანმა მეგობრობამ განაპირობა ორმხრივი ინტერესის და კულტურული შიმშილის გაღვიძება ამ ორ ერს შორის. პროექტი Poland4Georgia, Georgia4Poland მიზნად ისახავს ამ ინტერესის დაკმაყოფილებას და სთავაზობს ქვეყნებს ერთმანეთისთვის განსაკუთრებული კულტურული ღონისძიებების გაზიარებას.

პროექტი ორგანიზებულია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ფირმა „Outdoor Cinema Ent.“- ის მიერ, ეროვნულ ფილმოთეკასთან, ქართული კინოს ეროვნულ ინსტიტუტთან და ადამ მიცკიევიჩის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და ტარდება პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საპატიო პატრონაჟის ქვეშ.

2013 წელს განხორციელდება პროექტის საპილოტე ვერსია. ღონისძიება, რომელიც ჩატარდება ამა წლის 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, ითვალისწინებს ფილმების ჩვენების მოწყობას ღია ცის ქვეშ. „Outdoor Cinema Ent.“ -ის მიერ მოწოდებული მობილური ტექნოლოგიების საშუალებით, ფილმების ჩვენება რეალიზებული იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პლენერი Poland 4 Georgia ჩავა ნიქოზში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს მრავალი ჯილდოს მქონე მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, რომელთა ავტორები ახალგაზრდა და საშუალო თაობის რეჟისორები არიან. ფილმებს შორის ნაჩვენები იქნება „შავი ხუთშაბათი“, რეჟისორი ანტონ კრაუზ. „სიბნელეში“, რეჟისორი აგნიეშკა ჰოლანდ, გარდა ამისა ნაჩვენები იქნება მსოფლიოში განთქმული პოლონური ანიმაციური ფილმები, როგორც ძველი თაობის ნამუშევრები, რომლის შემქმნელებიც არიან იეჟი კუჩა, იულიან ანტონი, ასევე თანამედროვე პოლონური ანიმაცია წარმოდგენილი „Platige Image“ სტუდიის მიერ.

პატარებისთვის ორგანიზატორებს მომზადებული აქვთ განსაკუთრებული სიურპრიზი: ყველაზე განთქმული პოლონური მულტფილმის „Bolka და Lolka“ (ბოლკა-ს და ლოლკა-ს) დაბადების დღე, რომელსაც ამ წელს 50 წელი უსრულდება. ამ იუბილესთან დაკავშირებით ყოველი ჩვენების დასაწყისში მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს საკულტო მულტფილმის თითო სერია. ყველა პოლონური ფილმი წარმოდგენილი იქნება ქართული სუბტიტრებით ხოლო ქართული ფილმები ინგლისური სუბტიტრებით.

პროექტის Poland4Georgia ფარგლებში ფილმების ჩვენბაზე დასწრება უფასოა. ფილმების ჩვენების განრიგი:

ჩვენება ნიქოზში: 9-10 სექტემბერი

ჩვენება ქუთაისში: 12-13 სექტემბერი

ჩვენება ბათუმში (კინოს საერთაშორისო ფესტივალის BIAFF ფარგლებში): 15-22 სექტემბერი

ჩვენება თბილისში: 24-29 სექტემბერი