აღლუმი  / Parada (1987)

რეჟისორი: იეჟი კუჩია
ხანგრძლიობა: 14 წუთი და 20 წამი
ჟანრი: მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
ფილმის მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

„აღლუმი“ (1986) უდავოდ გახლავთ იეჟი კუჩიას ყველაზე ნათელი ფილმი. ფილმის ღია ელფერი გვევლინება ექვსი წლით ადრე გადაღებულ ფილმში „გაზაფხული“ (1980), რომელშიც ყველაფერი იღვიძებს ახალი ცხოვრებისათვის. ამჯერად კუჩიას შთაგონების ხატად იქცა მხიარული ჟამი - მოსავლის აღების დრო. ფილმის გადასაღებად ავტორმა გამოიყენა კოლაჟის ელემენტები, როგორც ეს ადრე გაუკეთებია თავის ფილმში „ნამსხვრევები“ (1984). კუჩიამ აღწერა მოსავლის აღების „საზეიმო აღლუმი“, რაშიც მას მისი მეუღლე და თანაავტორი ევა გოლოგორსკა დაეხმარა. ფილმს ამშვენებს არაჩვეულებრივი კომპოზიტორის, იოზეფ რიხლიკის მუსიკა, რომლის მელოდიურობაც და განწყობა მოგვაგონებს ნინო როტას საუკეთესო ნაწარმოებს. საუნდტრეკი კომპოზიციურად სრულყოფილია, - არის მხიარული, საზეიმო, გამდიდრებული ბუნებრივი ბგერებით (ბუნების და მოსავლის ასაღები მანქანების ხმებით). აგრეთვე გამოყენებულია დუმილის ელემენტები, რომლებიც ფილმს იშვიათ სილამაზეს და პოეტურობას ანიჭებენ.

 

ნაშა  / Laska (2008)

კატეგორია: მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
ფილმის მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების წელი: 2008
ხანგრძლიობა: 5 წუთი
შეხვედრა მამაკაცთან, ცეკვა, გართობა და სასიყვარულო აქტი. ფილმის შესახებ

იუმორისტული, ცხოვრებისეული ისტორია ქალისა და კაცის ურთიერთობის შესახებ. მრუდე სარკეში არეკლილი სასიყვარულო გატაცება და ამას მოყოლილი შედეგები. შეხვედრა მამაკაცთან, ცეკვა, გართობა და სასიყვარულო აქტი.

 

მოლის გოგონები  / Galerianki (2009)

რეჟისორი: კატაჟინა როსლანიეც
ხანგრძლივობა: 1 საათი 17 წუთი
ჟანრი: დრამა
ფილმის მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

როლებს ასრულებენ: ანა კაჩმარჩიკ (ალიცია), დაგმარა კრასოვსკა (მილენა), დომინიკა გვიტ (კაია), მაგდალენა ჩიუჟინსკა (იულია), იზა კუნა ( ალიციას დედა), არტურ ბარჩიშ (ალიციას მამა), ევა კოლაშინსკა (მასწავლებელი), იზაბელა დობროვსკა (იულიას დედა), ფრანჩიშეკ ფშიბილსკი (მიხავ), დომინიკა კლუჟნიაკ. ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერების მისწრაფებებზე და მშობლების უმწეობაზე. სავაჭრო ცენტრები - ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ შეიძინოთ სამკაულები, ძვირფასი კოსმეტიკა და მოდური ტანსაცმელი. სწირედ ასეთ ადგილებში ფილმის გმირები - მილენა და მისი მეგობრები- ატარებენ თავისუფალ დროს. ფულს მათ მდიდარი მამაკაცები აძლევენ, რომლებიც სანაცვლოდ სექს სთხოვენ. მალე ჯგუფს უერთდება ახალი გოგონა - ალიცია. თავდაპირველად გრძნობს დისტანციას, მაგრამ მალევე ემსგავსება მათ. ალიციას და მილენას შორის მყარდება მჭიდრო კავშირი. ამავე დროს, ალიცია შეუყვარდება მიხავს. მილენასთვის ის მეტოქე ხდება.

 

ნამსხვრევები  / Odpryski (1984)

რეჟისორი: იეჟი კუჩია
ხანგრძლივობა: 9 წუთი 38 წამი
ჟანრი: ანიმაცია, მოკლემეტრაჟიანი
ფილმის მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

მოგვითხრობს ადამიანური, ცხოვრებისეული მარტოობისა და მგრძნობიარობის შესახებ. ქალის მეხსიერებაში, რომელი ასრულებს თავის ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობას, იღვიძებს წარსული მოგონებები. წარსული და აწმყო, რეალობა და ფანტაზიები ერთმანეთშია არეული. აქვე გვევლინება იეჟი კუჩიას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ელემენტები: წყალის წვეთები, მფრინავი მწერები, მიმავალი მატარებელი. ყველაფერი გადაღებულია ბნელ, მბჟუტავ სინათლეში. ივონა გროძამ თავის ნაშრმში აღნიშნა, რომ ამ ფილმში, სხვა ფილმების მსგავსად, კარგად ჩანს იეჟი კუჩიას შემოქმედებისათვის დამახასიათებელი მეოთხე განზომილების ფენომენი. -„გატეხილი და აღდგენილი შუშა“. „მინიმალიზმისა და იმპრესიონიზმის პოეტიკა, რომელიც ზრდის ფილმის ექსპრესიულ დატვირთვას“. ფილმი „ნამსხვრევები“ უჩვეულოდ აღწერს დროის უკუსვლას წარსულში დაბრუნების გზით.

 

სიბნელეში  წ. / W ciemności (2011)

რეჟისორი: აგნიეშკა ჰოლანდ
ხანგრძლიობა: 2 საათი და 25 წუთი

ჟანრი: სამხედრო დრამა
როლებს ასრულებენ: რობერტ ვიეცკიევიჩ, აგნიეშკა გროხალსკა, იულია კიოვსკა, კინგა პრეის.

ფილმი "სიბნელეში" გახლავთ პოლონურ-გერმანულ-კანადური გამოშვების. ფილმი მოგვითხრობს ერთი პოლონელის, ლეოპოლდ სოხას ცხოვრების გზას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაიდენს გმირობას და გადაწყვეტს, დაეხმაროს ლვოვის გეტოში მყოფ ებრაელებს. საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის რისკის ფასად იგი გადაარჩენს ასობით ადამიანის სიცოცხლეს, რომლებსაც 14 თვით გადამალავს მიწისქვეშ. სოხას როლში გამოდის რობერტ ვიეცკიევიჩ, ხოლო ფილმში მას გვერდს უმშვენებენ: აგნიეშკა გროხოვსკა, კინგა პრეის, იულია კიოვსკა, მარჩინ ბოსაკ და გერმანელი მსახიობი ბენო ფურმანი.

რეფლექსები / Refleksy (1979)

რეჟისორი: იეჟი კუჩა
ხანგრძლიობა: მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია
ფილმის მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

"რეფლექსები" (1979), კუჩიას მეოთხე ფილმი, უდავოდ გახლავთ მისი შემოქმედების ერთერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი და საუკეთესო მიღწევა პოლონეთის ისტორიის ანიმაციაში. ფილმმა გრანდიოზული წარმატება მოიპოვა სხვადასხვა ფესტივალზე. უნდა აღინიშნოს, რომ კუჩიას ფილმებში არ შეინიშნება მოქმედება იმ გაგებით რა გაგებითაც ჩვენ ის ტრადიციულად გვესმის. სიუჟეტი არის მარტივი და გასაგები. თავის ფილმებში, განუმეორებელი პლასტიკის გარდა (ფილმში "რეფლექსიები" პირველ რიგში იმპონირებს გრაფიკული ანიმაციის სრულყოფილება) დიდი ყურადღება ენიჭება მუსიკალურ თანხლებას. ყველა ბგერა იდეალურად არის კომბინირებული ვიზუალურ ფონთან. ეკრანზე საშუალება გვაქვს ვნახოთ ორი მწერის სასიკვდილო შეტაკება, რომელიც ტრაგიკულად სრულდება ადამიანის ჩარევის შედეგად. ფილმის დასასრულს ჟღერს მხიარული მუსიკა და მოზეიმე ხალხის ხმები რის ფონზეც კვლავ გვესმის ბრძოლის ხმა.

 

შავი ხუთშაბათი. იანეკ ვიშნიევსკის დაცემა  / Czarny Czwartek. Janek Wiśniewski padł (2011)

რეჟისორი: ანტონი კრაუზ
ფილმის ხანგრძლიობა: 1 საათი და 40 წუთი
ჟანრი: დრამა, დოკუმენტური ფილმი
ფილმის მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
როლებს ასრულებენ: მარტა ჰონზატკო, მიხალ კოვალსკი, მარტა კალმუს, ცეზარ რიბინსკი

შავი ხუთშაბათი. იანეკ ვიშნიევსკის დაცემა, პოლონეთი 2010 წელი. ამ ფილმს პოლონური საზოგადოება 40 წლი ელოდა, რათა პატივი მიეგოთ 1970 წელს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 1970 წლის 12 დეკემბერს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე ორი კვირით ადრე მთავრობამ გადაწყვიტა ფასების აწევა სურსათზე. 14 დეკემბერს გემთმშენებლებმა უარი განაცხადეს სამსახურში გამოცხადებაზე და გაიფიცნენ. მომიტინგეები გამოვიდნენ ქუჩებში პროტესტის გამოსახატავად. მათ ცეცხლი წაუკიდეს კომუნისტური პარტიის შენობას გდანსკში, ტრუიმიასტოში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა. ვიცეპრემიერი სტანისლავ კოჩიოლეკ თავის სატელევიზიო გამოსვლაში მოუწოდებდა ხალხს დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ხუთშაბათს, 16 დეკემბერს დილის საათებში, როცა გემთმშენებლები მიემართებოდნენ ნავსადგურში, მილიციამ ხალხის მისამართით გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. გემთმშენებლები შეიკრიბნენ და გაემართნენ ქალაქის ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის შენობისაკენ. ხელით მათ მიჰქონდათ ერთი დაღუპულის - იანეკ ვიშნიევსკის- ცხედარი. ამისდა მიუხედავათ მათი მისამართით ხელმეორედ გახსნეს ცეცხლი რის შედეგადაც დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის 18 კაცი ქალაქ გდინიაში და 1,600-ზე მეტი დაიჭრა. მილიციამ დააკავა 3,000 -ზე მეტი ადამიანი, რომლების მიმართ განხორციელდა რეპრესიები და განსაკუთრებული სისასტიკის წამება. ამ ინცინდენტის შედეგად, 1970 წლის 22 დეკემბერს, პირველი მდივანი ვლადისლავ გომულკა გადადგა თანამდებობიდან. მისი ადგილი დაიკავა ედვარდ გიერეკმა. 1971 წლის თებერვალში, გაფიცვების ახალი ტალღის თავიდან არიდების მიზნით, ხორცზე ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

 

დაბრუნება  /Powrót ( 1972)

რეჟისორი: იეჟი კუჩა ფილმის ხანგრძლივობა; 9 წუთი და 29 წამი ჟანრი: მოკლე ანიმაცია მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

მატარებლით მგზავრობის დროს ფილმის გმირი დაიკარგება თავის ოცნება-ზმანებაში დაბრუნდება თავის ბავშვობაში. როცა მატარებელი გაჩერდება და ოცნებებიც გაქრება, მატარებლიდან პერონზე გადმოვა მოხუცი, წელში მოხრილი კაცი.

 

გაღმა ნაპირი /The Other Bank(2009)

რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი
ფილმის ხანგრძლიობა: 1 საათი და 30 წუთი
ჟანრი: დრამა
ქვეყანა: საქართველო, ყაზახეთი

როლებს ასრულებენ: თედო ბექაური, თამარ მესხი, არჩილ თაბუკაშვილი, თემო გოგინავა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა მას წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია. თბილისში ჩასვლის შემდეგ, მას პრობლემები შეექმნება დედასთან და გადაწყვეტს მარტო დაბრუნდეს აფხაზეთში მამის მოსაძებნად.

სინათლე გვირაბში / A light in the tunel (1985)

რეჟისორი: იულიან იოზეფ ანტონოვიჩ
ხანგრძლიობა: 8 წუთი და 43 წამი
ჟანრი: ფილმი non–camera

ანტონოვისებური ხედვა „სიცოცხლეზე სიკვდილის შემდეგ“ და არა მხოლოდ მისი, არამედ ასევე გამოჩენილი პოლონელი დოკუმენტალისტის და პედაგოგის იეჟი ბოსაკის, რომელიც გახლავთ „არაკამერული“ ხელოვნებისა და გამორჩეული, მხოლოდ კრაკოვისთვის დამახასიათებელი იუმორის დიდი მოყვარული. "სინათლე გვირაბში“ მაყურებელს იმპონირებს არამხოლოდ თავისი ვიზუალური მხარით, არამედ ხმოვანი თანხლების ელემენტებით. ფილმში ჟღერს თვით რეჟისორის შექმნილი მუსიკა, ბუნების ხმები, (სამედიცინო რეკომენდაციები ინლისურ ენაზე), თუნდაც ცნობილი რუსული ბალადის ფრაგმენტები. უნდა აღინიშნოს, რომ მოკლემეტრაჟიანი კინოს XXXII საერთაშორისო ფესტივალზე ობერჰაიზენში ფილმმა მიიღო საერთაშორისო ფედერაციის კინოკლუბის ჯილდო.

 

 ანუ გაიღიმე / Keep Smiling (2012)

რეჟოსიორი რუსუდან ჭყონი
ფილმის ხანგრძლივობა ერთი საათი 50 წუთი
ჟანრი: დრამა, კომედია
ქვეყანა: საფრანგეთი, საქართველო, ლუქსემბურგი
როლებს ასრულებენ: ია სუხიტაშვილი, გია როინიშვილი, ოლგა ბაბლუიანი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი, მაკა ხვიჩია.

ფილმი მოგვითხრობს იმ დრამატიულ ამბებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სილამაზის კონკურსის დროს. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ათი დედა, მათ შორის ხუთი მრავალშვილიანი წარმოადგენდა საზოგადოების ღარიბ ფენას. დედები შეუპოვრად იბრძვიან კონკურსში გამარჯვებისათვის, რომლის მთავარი პრიზია ბინა და 25 ათასი დოლარი. მაგრამ მათი ოცნებები იმსხვრევა იმ მომენტიდან, როდესაც გასაგები ხდება, რომ კონკურსი სრულ ფარსად გადაიქცა, ხოლო მედია და სანახაოების ორგანიზატორები მხოლოდ იყენებენ მონაწილე ქალების უბედურ სიტუაციას. ქართველი ქალები, აფხაზეთის ომი და პატრიოტიზმი - ის თემებია, რომლებიც კონკურსში გამოყენებულნი არიან, როგორც უბრალო ხრიკი აუდიტორიის გართობის მიზნით, ვინაიდან საბოლოოდ ყველაფერი სრულდება ჩხუბით მეტოქეებს შორის. "ფილმის გადაღებისას შევხვდი მრავალშვილიან დედას, მშვენიერ, ჭკვიან ქალბატონს, რომელმაც მომიყვა თავისი ამბავი იმაზე, თუ როგორ მიუღია მას მონაწილეობა დედებისათვის მოწყობილ კონკურსში. ეს იყო ტრაგიკული, ტანჯვით აღსავსე ისტორია, რომელიც მომენტებში იმდენად აბსურდული იყო, რომ ვერ ვიკავებდი სიცილს. მაშინვე გადავწყვიტე ამაზე გადამეღო ფილმი. "გაიღიმე" გულიდან ამოზრდილი, ტკივილით და სატირისტული იუმორით სავსე ისტორია, რომელიც მოგვითხრობს დედებისათვის მოწყობილ სილამზის კონკურსში მონაწილე ექვს ქართველ ქალზე. ფილმი იმაზეა თუ რა ადვილად შეიძლება გახდე მარიონეტი სხვის ხელში და იმაზეც თუ რამდენად ძნელია ხანდახან შეინარჩუნო პატივისცემა საკუთარი თავის მომართ. ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას და ანიჭებს თუ არა ბედნიერებას ღირსების ფასად მოპოვებული გამარჯვეება.

 

დაცემის ხელოვნება  / Sztuka Spadania (2007)

კატეგორია: მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
ფილმის მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების წელი: 2004
ხანგრძლიობა: 5 წუთი და 40 წამი
ხელოვნება. არა ქაღალდზე, არა ტილოზე. არამედ სრულიად სხვანაირად...
ტომეკ ბაგინსკი
დაცემის ხელოვნება

ფილმის შესახებ: ძველ, ყველასგან დავიწყებულ სამხედრო ბაზაზე, წყნარ ოკეანეში, ჯარისკაცები, რომლებმაც ომის დროს დაკარგეს "გონება", იყვნენ შეკრებილნი, რათა აღესრულებინათ კიდევ ერთი და უკანასკნელი მისია... სერჟანტი ალი გატაცებულია თავისი სიყვარულით ახალგარდა მამაცი ჯარისკაცებისადმი, დოქტორ ფედერიკი - ფოტოგრაფიით, ხოლო მოხუცი ფსიქიურად აშლილი გენერალი - ხელოვნებით, რომელსაც ქმნის არა ქაღალდზე, არა ტილოზე. არამედ სრულიად სხვანაირად...

 

ქუჩის დღეები  / Street Days (2010)

რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი
ხანგრძლიობა: 1 საათი და 29 წუთი
ჟანრი: დრამა
ქვეყანა: საქართველო

ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანია, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას. კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის, 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება.

 

ბოლეკი და ლოლეკი / Bolek i Lolek

 

„ბოლეკი და ლოლეკი“ გახლავთ პოლონური ანიმაციური კინოს სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში. ბევრ ქვეყანაში მთელი თაობები იზრდებოდნენ ამ ფილმის მთავარი გმირების მხიარულ და სახიფათო თავგადასავლებზე. ანიმაციური გმირების ავტორები არიან: ვლადისლავ ნეხრებეცკი, ალფრედ ლედვიგ და ლეშეკ ლორეკ. 1963 წელს გადაიღეს პირველი ფილმი ლოლეკის და ბოლეკის მონაწილეობით. ფილმი „Kusza“ (ქართული თარგმანი „არბალეტი“) , რომლის ავტორიც რეჟისორი ვლადისლავ ნეჰრებეცკი გახლდათ, იყო პირველი სერია 13 სერიანი ფილმისა. მომდევნო სერიები ამ პერსონაჟების მონაწილეობით - „ბოლეკი და ლოლეკი არდადეგებზე“, „ბოლეკი და ლოლეკი მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო“, „ბოლეკის და ლოლეკის ზღაპრები“, „ბოლეკი და ლოლეკი ველურ დასავლეთში“, „ბოლეკის და ლოლეკის თავგადასავლები“, „ბოლეკის და ლოლეკის მხიარული დღეები“ . 1978 წელს ვლადისლავ ნეხრებეცკიმ და სტანისლავ დულშამ გადაიღეს სრულმეტრაჟიანი ფილმი სახ. „ბოლეკის და ლოლეკის დიდი მოგზაურობა“. ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი პოლონური კინოს ისტორიაში. ფილმი გაიყიდა მსოფლიოს 80 ქვეყანაში. 1986 წელს შეიქმნა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი ამ პოპულარული პერსონაჟების მონაწილეობით სახ. „ბოლეკი და ლოლეკი ველურ დასავლეთში“, რეჟისორი სტანისლავ დულშა. ჯამში ბიელსკო ბიალას ანიმაციური ფილმების სტუდიაში გადაღებულ იქნა 184 ფილმი ბოლეკის და ლოლეკის მონაწილეობით. ფილმი „ბოლეკის და ლოლეკის დიდი მოგზაურობა“ კვლავაც ლიდერობს ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმების რეიტინგში, ხოლო ფილმის პერსონაჟების პოპულარობას ადასტურებს გაზეთის „გაზეტა ვიბორჩას“ და ტელეარხის TVP -ს მიერ ჩატარებული საერთო-სახალხო გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად ბოლეკი და ლოლეკი უდავო გამარჯვებულები არიან.